
პროექტის თემა: თამბაქოს მოწევა მავნებელია
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები იკვლევენ თამბაქოს მოწევის უარყოფით გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან პროექტის მონახაზს,შეიმუშავებენ სამუშაო გეგმას. შეხვდებიან ბიოლოგიის მასწავლებელს, ექიმს,მოიპოვებენ ინფორმაციას თუ რა უარყოფითი ზემოქმედება შეიძლება გამოიწვიოს თამბაქოს მოწევამ თვითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე.
1.მოიძიებენ მასალას ინტერნეტის საშუალებით.
2.შეისწავლიან სტატისტიკას რა ასაკშია ინტენსიური თამბაქოს მოხმარების საშიშროება. თვალსაჩინინოებისთვის აგებენ დიაგრამას.
მოსწავლეთა ასაკი: 15–16 წელი
ვადა 1–2 თვე.
მოსალოდნელი შედეგი:
მოზარდებს გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების უნარი. ისინი იგებენ ,რომ თამბაქოს მოწევისგან ყოველწლიურად მსოფლიოში 4მილიონზე მეტი ადამიანი კვდება,კიბოთი დაავადების რისკი მწეველთა შორის 18–ჯერ მეტია.
სასარგებლო სხვებისთვის:
მოზარდები ინფორმირდებიან თამბაქოს უარყოფით ზემოქმედებაზე. იგებენ,რომ სიგარეტი ვნებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას,არამედ მის საოჯახო ბიუჯეტსაც. უარს იტყვიან მის მოხმარებაზე.
საგნებთან კავშირი:ბიოლოგია,სამოქალაქო განათლება
სამუშაო ენა: ქართული
პროექტის ფასილიტატორი: ლ. შოშიაშვილი
LaliShoshiashvili@gmail.com